saqarTvelos qedebi - arsianis qedi

 

ქედი თურქეთსა და საქართველოში. სიგრძე 150 კმ, სიმაღლე ზღვის დონიდან 2500 მ. ქედის სამხრეთი და შუა ნაწილი თურქეთშია, სადაც მას Yalnızçam Dağları ეწოდება; ჩრდილოეთი ნაწილი - საქართველოში. უმაღლესი წერტილია მ. არსიანი სიმაღლე ზღვის დონიდან 3165 მ. არსიანის ქედი მდინარეების ჭოროხისა და მტკვრის აუზების წყალგამყოფია. აგებულია ფიქლებით, ქვიშაქვებით, ზედამესამეული ასაკის გოდერძის წყებებითა და ვულკანოგენური ეოცენური ნალექებით. ქედის კალთები ღრმადაა დანაწევრებული ჭოროხის, აჭარისწყლის, ქვაბლიანის, ფოცხოვისა და სხვა მდინარეთა ხეობები. თხემზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების ნიშნები. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: გოდერძი (2025 მ), აბანოსყელი (2315 მ); მთები - თლილი (2541 მ), ჭანჭახი (2506 მ), ცივწყარო (2189 მ). ქედის ფერდობებზე მთა-ტყის, ხოლო თხემზე მთა-მდელოს ლანდშაფტია.